Sunday, March 26, 2017

პროექტებით სწავლება აქტუალურია მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, პრობლემების გადაწყვეტას, შემოქმედებითობას,კვლევას და სხვა.
   ავირჩიე პროექტის თემა. ჩამოვაყალიბე შინაარსი. გავეცანი პუბლიკაციის სახეებს, ბუკლეტის დამზადებას.
   ჩამოვაყალიბე პროექტის მიზნები სტანდარტთან შესაბამისად, რათა  მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე. ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი კითხვები, რომელიც დაეხმარება მათ არა მარტო ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებაში , არამედ ახალი მასალის ათვისებაში.
         გავეცანი შეფასების სტრატეგიებს, მეთოდებს და ინსტრუმენტებს. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება მეთოდები და ინსტრუმენტები, მით უფრო კარგად მივაღწევ პროგრეს მოსწავლის კრითიკული აზროვნების განვითარებაში.